Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,56–ე მუხლის  მე-2 და მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს     ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანების

ა) 1.2 პუნქტის  „გ.დ“ ქვეპუნქტში და საგამოცდო პერიოდი ნაცვლად:

„23 ივნისი -15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 - 23 ივლისი (დამატებითი გამოცდები)“ განისაზღვროს:
„23 ივნისი -15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21- 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები); “

ბ)  1.2 პუნქტის  „გ.ე“ ქვეპუნქტში და არდადეგები ნაცვლად:

„24 ივლისი - 28 სექტემბერი“ განისაზღვროს:
„28 ივლისი - 28 სექტემბერი “ ;

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს კანცელარიას,ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე